მზია ამაღლობელის პროცესზე ადვოკატები სამ მოწმეს წარადგენენ, მათ შორისაა ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესზე ადვოკატები სამ მოწმეს წარადგენენ.
პროცესზე დაცვის მხარის მიერ მოწვეულთა შორისაა ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თათია ანდღულაძე, რომლის გამოკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს. მისი თქმით, ირაკლი დგებუაძის მიმართ დარტყმის შედეგად მიყენებული ტკივილი არ აღიქმება. მისივე განცხადებით, ტკივილის ობიექტური ნიშნები არ იკვეთება.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია