მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი მარშის პარალელურად, სავალდებულო მითითებას ავრცელებს

თბილისში, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი მარშის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სავალდებულო მითითებას ავრცელებს.
-ს მითითებით, აქციის მონაწილეებმა გზებზე გადასასვლელად მიწისქვეშა გადასასვლელები უნდა გამოიყენონ და მსვლელობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ტროტუარებზე.
2026 წლის 12 იანვარს გასამართი შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეებმა შეკრება/მანიფესტაცია უნდა გამართონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, მანიფესტაციის მსვლელობა განხორციელდეს ქ. თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ (შეკრება ჩატარდეს მხოლოდ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) და მანიფესტაციის მონაწილეებმა ისარგებლონ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელით) საქართველოს პარლამენტის შენობამდე მხოლოდ კ. მარჯანიშვილის ქუჩის, გალაქტიონის ხიდის, მ. ჯავახიშვილის ქუჩის (ხიდის ქვეშ) და რუსთაველის გამზირის გავლით (მანიფესტაციის მონაწილეებმა ისარგებლონ მსვლელობისას არსებული ყველა მიწისქვეშა გადასასვლელით) და ზემოაღნიშნული მანიფესტაცია (მსვლელობა) ჩატარდეს მხოლოდ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე). შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეებმა შესაბამისი ბანერები გამოიყენონ იმგვარად, რომ არ შეფერხდეს მოქალაქეთა გადაადგილება. სვლაგეზის დასრულების ადგილია საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
გარდა ამისა, შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეებმა მსვლელობის დასრულების შემდეგ, პროტესტი უნდა გამოხატონ ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ არსებულ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება”