მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტის 24-საათიანი რეჟიმი შეწყდება, თუმცა აქციები ყოველდღიურად გაიმართება

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, პროტესტის 24-საათიანი რეჟიმი შეწყდება, თუმცა აქციები ყოველდღიურად გაიმართება, – ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს. მათი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მზია ამაღლობელის კლინიკაში გადაყვანა მოხდა.
ამბობენ, რომ კარვების გაშლის გადაწყვეტილება, თავის დროზე მზია ამაღლობელის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად მიიღეს.
მათი თქმით, მოთხოვნა, რომელიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დაყენებული ჰქონდათ, შესრულებულია.
აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გაგრძელდება, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე მუნიციპალიტეტებში. მათი განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე საპარლამენტო არ დაინიშნება.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი დამატებითი კვლევებისთვის, გუშინ საღამოს, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.