მზია ამაღლობელის მხარდამჭერები ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ

მზია ამაღლობელის მხარდამჭერები ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ისმის შეძახილები: „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „თავისუფლება მზიას“.
მზია ამაღლობელი აქციის მონაწილეებმა სასამართლო შენობიდან გამამხნევებელი შეძახილებით გააცილეს.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?