მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესი გადაიდო

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესი გადაიდო. ინფორმაციას ფორმულას ამაღლობელის ადვოკატი უდასტურებს.

სხდომა დღეს იყო ჩანიშნული.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ს პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავების შემდეგ, უკვე 37-ე დღეა ამაღლობელი შიმშილობს.