მზია ამაღლობელის ადვოკატი – მოწოდებული დიაგნოზები გადაგზავნილია ექიმებთან და ველით რეკომენდაციას – მომავალ კვირაში დაგეგმილია გასტროენტეროლოგიური კვლევა, შემდეგ დაიგეგმება კონსილიუმი იქნება მოთხოვნილი თუ სხვა ნაბიჯები

ჩვენთვის მოწოდებული სხვადასხვა დიაგნოზები, ანალიზები, რომელიც ამ დღეებში ჩატარდა, გადაგზავნილია ჩვენთვის და პირველ რიგში მზია ამაღლობელისა და მისი ოჯახისთვის სანდო ექიმებთან და ველით რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა გადაიდგას მომავალი ნაბიჯები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად და მოსაფრთხილებლად , – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით სახალხო დამცველისთვის კონსილიუმის მოწვევაზე მოთხოვნით მიმართვას არ აპირებენ.
„კონსილიუმის შექმნის მოთხოვნით არ მიგვიმართავს. ორი ფაქტორია აქ, ერთი ის, რომ ჩვენა უცილებლად უნდა ვიცილოთ ყველა სახის სამედიცინო დოკუმენტაცია და მეორე და ყველაზე მთავარი, მზია ამაღლობელის დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს, არ საჭიროებს არანაირ დახმარებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უნდა იყოს წინა „პლანზე“ წამოწეული. ასევე საუბრობს, რომ ის წინააღმდეგი იქნება იმისა, თუ მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერჯერობით ვაპირებთ იმას, რომ მოვითხოვოთ სხვა სახის გამოკვლევები, ეს გამოკვლევები უნდა იყოს დაფუძნებული იმ დიაგნოზებზე, რომელიც წარსულში ჰქონდა მზია ამაღლობელს. როდესაც ექიმებისგან მივიღებთ რეკომენდაციას არსებული ანალიზების შედეგებთან დაკავშირებით, შემდგომში აუცილებლად მოვითხოვთ სხვა სახის ჩარევებს, ოღონდ ეს კვლავ იქნება სხვადასხვა სახის შემოწმებების სახის.
ჩვენთვის მოწოდებული სხვადასხვა დიაგნოზები, ანალიზები, რომელიც ამ დღეებში ჩატარდა, არის გადაგზავნილი ჩვენთვის და პირველ რიგში მზიასა და მისი ოჯახისთვის სანდო ექიმებთან და მათგან ველით რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა გადაიდგას მომავალი ნაბიჯები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად და მოსაფრთხილებლად.
რაც შეეხება სხვა სახის კვლევებს, როგორც ქალბატონ მზიას დღეს მოახსენეს, მომავალ კვირაში უკვე დაგეგმილია გასტროენტეროლოგიური კვლევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონი მზიას წარსული დიაგნოზიდან გამომდინარე. შემდგომში ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნილი სხვადასხვა სახის ანალიზები, გამოკვლევები, კონსილიუმი იქნება მოთხოვნილი, თუ რა სახის ნაბიჯები იქნება მოთხოვნილი, ამას აუცილებლად გაიგებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც