მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, მან დღეს დაკითხული სამედიცინო ექსპერტისგან „მთავარი პასუხი“ მიიღო

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, მან დღეს დაკითხული სამედიცინო ექსპერტისგან „მთავარი და მნიშვნელოვანი პასუხი“ მიიღო.
„[ექსპერტმა თქვა,] დაზიანების ნიშანი, რომც ჰქონოდა არ აღვწერდიო. ძალიან გაუჭირდა პასუხი იმაზე, რომ 12 საათის შემდეგ შეიძლება სახეზე ჰქონდეს შეწითლება? აქ ეცადა, პირდაპირ არ ეპასუხა და თქვა, რომ შეწითლება არ არის ჩემი სფეროო. ბრალდება ეცადა, რომ ტკივილის მიმართულებით კითხვები დაესვა, თუმცა მთავარი პასუხი მივიღე ექსპერტისგან, მე მას, პირდაპირ ვკითხე, ბატონი დგებუაძე რომ სიმულირებდეს, როგორც ყურის შემთხვევაში, ისე ლოყის ტკივილის ნაწილში, რა მექანიზმი არსებობს რომ გამოვიცნოთ, ან შეიძლება თუ არა რომ სიმულირებდეს? და მან დამიდასტურა, რომ დიახ, 100%-ით ბატონი დგებუაძე შეიძლება სიმულირებდეს, როგორც ლოყის, ისე ყურის ნაწილში. ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი პასუხი“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
მისი განმარტებით, მზია ამაღლობელის პროცესზე ელჩებისა და ევროპარლამენტარის დასწრება მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ეს აჩვენებს იმას, რომ ცივილური საზოგადოება ამგვარ საკითხებს სხვაგვარად უყურებს.
„ცივილიზებული საზოგადოებისთვის ჯოჯოხეთურად უცხოა ის ამბავი, რომ ასეთი ტიპის გადაცდომისთვის შეიძლება ადამიანი ამდენი ხანი იყოს პატიმრობაში, მეტიც, ბრალდება იყოს ასეთი მძიმე, რომელსაც არ აქვს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ს საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 29 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.