მზე, ზღვა, ფერადი კოქტეილები და ცოცხალი ემოციები – ჩვენ ვქმნით თქვენს ზღვისფერ მოგონებებს

გაექეცით ყოველდღიურ რუტინას და მიეცით თავს საშუალება იგრძნოთ მზის ნაზი სხივები, ზღვის ტალღების მშვიდი ხმა და ცივი, ფერადი კოქტეილის გემო, რომელიც ზაფხულის განწყობას გააცოცხლებს.
ნომრის აივნიდან გადაშლილი ზღვისა და მთის შესანიშნავი ხედები და საუცხოო ჰავა კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის თქვენს დასვენებას, ზღვისა და მთის ჰაერის მიქსი თქვენი ჯანსაღი დღის საუკეთესო დასაწყისია.
სასტუმრო ,,ჯორჯია პალასი’’ სრულყოფილ სერვისს გთავაზობთ – კომფორტული განთავსება და ჯანსაღი კვება თქვენს ყოველდღიურობას უფრო პროდუქტიულს და სასიამოვნოს გახდის.
სასტუმროს ბარებში მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ, სადაც ცოცხალი მუსიკის ფონზე მეგობრებთან ერთად განტვირთვას შეძლებთ და უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ. ლობი ლაუნჯ ბარში კლასიკური სტილი საინტერესოდ ხვდება თანამედროვეობას. ბარი, რომელიც გთავაზობთ განტვირთვასა და გემოვნებით მიღებულ სავსე გამოცდილებას. დაისვენეთ დახვეწილ და მყუდრო გარემოში, დააგემოვნეთ საავტორო კოქტეილები, პრემიუმ კლასის ღვინოები და შერჩეული მსუბუქი კერძები. დახვეწილი ინტერიერი და პროფესიონალური მომსახურება უნიკალურ გარემოს ქმნის საქმიანი შეხვედრებისთვის, რომანტიკული საღამოებისთვის ან უბრალოდ დღის გემოვნებიანი შთაბეჭდილებებით დასასრულისთვის.
რესტორანი ,,რუფ გარდენი” ულამაზესი ღია ტერასით, სტუმრებს მაღალი სეზონის განმავლობაში მასპინძლობს. რესტორანი ნამდვილად მიმზიდველია თავისი მყუდრო და კომფორტული გარემოთი. შესანიშნავი კერძები, მაღალი დონის სერვისი, შთამბეჭდავი ბარი და ღვინის მრავალფეროვნება, რომელიც მოიცავს ღვინოებს საქართველოდან და ევროპიდან. რესტორანი რუფ გარდენი დაუვიწყარ დასვენებას და კულინარიულ მოგზაურობას გპირდებათ. ღია ტერასა შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროს გადაჰყურებს, მარადმწვანე ნაძვნარის ხეივანი განსაცვიფრებელ პანორამულ ხედს ქმნის.
ზაფხული განსაკუთრებული დროა თავისი სილამაზით, როდესაც შავი ზღვა და მთის ჰაერი ერთმანეთს აერთიანებს. ულამაზესი მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა საუკეთესო საშუალებაა დღის სასიამოვნოდ დასაწყებად და დასასრულებლად.
,,თაითინჯერ ლაუნჯ ბარი” – ადგილი, სადაც შავი ზღვის თვალწარმტაცი ხედი, დახვეწილი დიზაინი და ეგზოტიკური გემოები ერთდება უნიკალურ კულინარიულ გამოცდილებად. ბარის მდიდრული ინტერიერი ქმნის კომფორტულ და მყუდრო გარემოს, რომელიც იდეალურია როგორც მშვიდი საღამოსთვის, ასევე განსაკუთრებული მომენტებისთვის. გაეცანით აზიური სამზარეულოს დახვეწილობას – გასინჯეთ სუში, აღმოსავლური სტილის კერძები და ექსკლუზიური საავტორო კოქტეილები, რომლებიც სპეციალურად ჩვენი ბარისთვის არის შერჩეული. ,,თაითინჯერ ლაუნჯ ბარი” ეს არის ადგილი, სადაც გემო, ხედები და მომსახურება ერთად სრულყოფილ ჰარმონიას ქმნის, მუსიკის ცოცხალი შესრულება მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
გარდა განსაკუთრებული კერძებისა, ზღვის ფონზე გადაღებული ულამაზესი ფოტოები დაუვიწყარ მოგონებად იქცევა, რომელიც ყოველთვის სასიამოვნოდ მოგაგონდებათ.
აღმოაჩინე სრულყოფილი დასვენებისა და კომფორტის ხიბლი ჩვენთან, ოქროსფერი მზისა და ლაჟვარდოვანი სანაპიროს ფონზე და გაიზიარე შენი წილი ზაფხული ჯორჯია პალასში.
უკვე მოიფიქრეთ სად დაისვენოთ თუ ჯერ კიდევ არჩევანის პროცესში ხართ ?