ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:
,,ამ ჩემს თხოვნაში არაფერია შეფარული იუმორის სახითაც კი!
ორმა ადამიანმა მითხრა, შენს გამოსვლებს ნეგატივზე
აგებო, – არადა, ნამდვილად არ ვაგებ ნეგატივზე:
უბრალოდ, აღვწერ იმას, რაც არ არის!
მაგრამ დავუშვათ, რომ ეს მართლაც ასეა –
ანუ მხოლოდ ნეგატივს ვხედავ.
მაშინ ამ მდგომარეობას ასე უნდა შევხედოთ:
(ა) მე არ მაქვს ინფორმაცია კარგზე, ან ჩემამდე
არ მოდის კარგი ინფორმაცია ხელისუფლების
საქმიანობის შესახებ. – შეიძლება, ამის მიზეზი
იყოს ინფორმაციის ნაკლებობა!
დავუშვათ!
მაშინ ერთი თ ხ ო ვ ნ ა მაქვს –
ამას გულწრფელად ვამბობ:
მომაწოდეთ ის ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლებას
გაუკეთებია ან აკეთებს ქართული სახელმწიფოს,
ქართვველი ხალხის, ქართული კულტურის
განვითარებისთვის და, რაც მთავარია, –
საქართველოს და მისი ხალხის მომავლის
უზრუნველყოფისათვის.
ქართველი ხალხის მომავალი კი ქართველი
ახალგაზრდები არიან და მათი დღევანდელი
მდგომარეობა, მათი ნიჭის განვითარება და ჭეშმარიტი
განათლების, შემდეგ კი ცოდნის დაუფლება
ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს.
მომაწოდეთ ინფორმაცია, – ნამდვილად შემიძლია
გავაანალიზო და მეც სიხარულით ვთქვა რომ ამ უსუსრმა
და არაფრისმაქნისმა ხელისუფლებამ, ნახეთ, რა კარგი
რამ გააკეთათქო, თან დავასაბუთებ, ზერელედ არ ვიტყვი!
ამ ხელისუფლებას კი ხოტბას შევასხამ, თუ ქართველი
ახალგაზრდებისთვის მსოფლიოში საუკეთესო
განათლების სისტემას შემოიღებს, და ამ საოცარი ნიჭისა
და პოტენციალის განვითარებას უმაღლესი სტანდარტების
დონეზე განახორციელებს, – განსაკუთრებულად
ნიჭიერებისათვის კი მეცნიერებასა და ტექნიკაში საკუთარი ცხოვრებისული ტრაექტორიის აგებისკენ მიმართავს.
თუ ეს უუნარო და არაფრისმაქნისი ხელისუფლება ამ
სასწაულს ჩაიდენს, – ხოტბას არ მოვაკლებ, თუგინდ სხვა
სფეროებში ბევრს ვერაფერს მიიაღწიოს
(თითქოს, ახლა აღწევს რაიმეს!).
p.s.
მე კი ჩემი ძალებით, ნახეთ რა “სასიხარულო და
არანეგატიურ” ინფორმაციას მივაკვლიე, ლამის
სიხარულით გასკდა გული:
ხომ არის საქართველოში ქართველების ნაკლებობა,
გარბის ხალხი საკუთარი ქვეყნიდან
(ახლა “ტუპოი” ქოცმა არ მითხრას, ასე არ არისო!).
ჰოდა, მალე ქართველები “ჯონჯოლივით დაიყრება”
(ხომ გინახავთ ჯონჯოლი კახურ სუფრაზე?!):
ქართველების არა მარტო ნაკლებობა არ იქნება,
არამედ, გეგმები გადაჭარბებულად შესრულდება
და ამას ქართველი აქშემორჩენილი ქალების ფეხმძიმობა
სულაც არ სჭირდება!
მზაკვრობაში გენიალურმა ხელისუფლებამ ბრწყინვალე
გზას მიაგნო “ქართველების გასამრავლებლად”:
საჯარო რეესტრში 170 ლარს გადაიხდი შენ, ჩემო
აფრიკელო, აზიელო, არაბო თუ კიდევ იმანო
“თანამემამულევ”, იყიდი ქართულ გვარს და იმ
მომენტიდან შენ “ქართვველი ხარ”. მთავრობის
სტატისტიკა ყველა ურწმუნოს “პირში ჩათხრის”ამ
სტატისტიკას: “რას ჰქვია, ქართველია ნაკლები ან იკლებს
საქართველოშიო!”
აბა!
მოდი და ნუ გაიხარებ ამ მზაკვრულად გენიალურ
მიგნებაზე: ერთი იმის ტვინში ჩამახედა, რა იხარშება
შიგ.”
