პოლონეთი მზად არის ჩამოაგდოს რუსული რაკეტები, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ ერთი პირობით, თუ მისი საჰაერო სივრცე დაირღვევა, – ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსნიაკ-კამიშმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულენოვალ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მოვამზადეთ საჰაერო თავდაცვის სისტემა, ასევე გვაქვს გაძლიერებული საჰაერო თავდაცვა. საუბარია ჟეშუვის აეროპორტზე, რომელიც გადაყვანილია ნატო-ს მფარველობის ქვეშ. ჩვენი მოკავშირეები ამერიკა, ბრიტანეთი, გერმანია, ნორვეგია და სხვა ქვეყნები გვიცავენ საჰაერო ბაზაზე და თუ ეს საჰაერო სივრცე დაირღვევა, რაკეტას ან დრონს ჩამოაგდებენ“, – განმარტა მან.
მინისტრის თქმით, უკრაინის საჰაერო სივრცეში სამიზნეების ჩამოგდებაზე ჯერ არ არის საუბარი, რადგან ამ საკითხზე ნატო-ს ერთიანი გადაწყვეტილება არ არსებობს. პოლონელები კი თავიანთ ტერიტორიას დაიცავენ.
„ძალიან ხშირად მოგყვავს მზადყოფნაში ჩვენი F-16-ები, რათა შესაბამისად ვიმოქმედოთ, თუ პოლონეთს საფრთხე დაემუქრება. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნისკენ მიემართათ, მაგრამ დიახ, გასულ კვირას პოლონური F-16-ები აფრინდნენ და მზად იყვნენ დაეცვათ ტერიტორია საზღვართან ახლოს“, – აღნიშნა მინისტრმა.
წტარო: ინტერპრესნიუსი