“მზად ვართ რექტორთან ეთერისთვის! გელოდებით 22:00 საათზე საზ. მაუწყებლთან“ – სტუდენტები

დღეს, 14 მარტს, 20:00 დან გელოდებით საზ.მაუსთან! 12 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეატრალურის რექტორმა ჩვენს გარეშე ისაუბრა ჩვენზე, გარიცხულ სტუდენტებზე. მიუხედავად მოთხოვნისა, ჩვენ არ მოგვცეს საშუალება მაშინვე შევსულიყავით ეთერში და სიმართლე გაგვეჟღერებინა! თუმცა, დიდი ძალისხმევის შედეგად, დაიდო პირობა, რომ გიორგი შალუტაშვილთან ერთად ეთერში სტუდენტებს, პარასკევს, 22:00 საათზე მიგვიწვევდნენ. მეორე დღეს, დაიდო ანონსიც. დღეს დილით, სტატუსი აღვიდგა, თუმცა რექტორისგან მივიღეთ წერილობითი გაფრთხილება. ე.წ კულტურის მინისტრის მოადგილის თქმით, ეთერის საჭიროება აღარაა. ჩვენ რა თქმა უნდა ვთვლით, რომ ჯერ კიდევ ბევრ რამეს უნდა გაეცეს პასუხი, ამიტომ მზად ვართ რექტორთან ეთერისთვის! არც საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუუქმებია დაპირებული ეთერი. ამიტომ გელოდებით 22:00 ზე საზ. მაუწყებლთან“, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)