“მზად ვართ, დავუჭიროთ მხარი მის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე” – სამადაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, :
“ოპოზიციური ძალებს, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, დასჭირდება კოორდინაცია, კოალიციის დღის წესრიგზე ჩამოყალიბება და ეს ყველაფერი მოითხოვს, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი დონის პოლიტიკურ ჩართულობას და ხელის შეწყობას. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის პრეზიდენტის როლი, რომ ხელი შეუწყოს ს შემდეგ სწრაფად ჩამოყალიბდეს როგორც კოალიციური მთავრობის პროგრამა, ასევე კონკრეტული სამოქმედო გეგმა. მისი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ დავუჭიროთ მხარი მის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ საერთაშორისო გამოცემა Politico-ს მისცა.
ქვეყნის მთავარსარდალმა გავლენიან გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “თუ არჩევნებს პროევროპული ძალები და ქარტიის მხარდამჭერი პარტიები მოიგებენ, ალბათ, მათ გვერდით ვიქნები, რათა ქარტია ევროპულ საბჭოზე წარვადგინო და მოლაპარაკებების დაწყება უზრუნველყო“.

ასევე დაგაინტერესებთ