“მზად ვართ – ამბიციით და შიშის გარეშე” – ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
უამინდობის გამო, საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში ფიტნეს დარბაზში გამართა. ვილი სანიოლის და გიორგი მამარდაშვილის პრესკონფერენცია კი, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “შეკრების ესპანეთში ჩატარება ჩვენთვის უფრო კომფორტული იყო. მნიშვნელოვანი იყო საკლუბო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ძალების აღსადგენად მეტი დრო მიგვეცა. ძალიან კარგი კვირა გვქონდა. ბოლო ორი დღე ცოტა წვიმიანი იყო, თუმცა ეს არ არის დიდი პრობლემა ჩვენთვის.
ვიცით, რომ საქართველოს და ესპანეთს შორის დიდი სხვაობაა. თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე შევამციროთ ჩვენს შორის არსებული სხვაობა. გიორგი ჩაკვეტაძის გარდა, ყველა წამყვანი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ვფიქრობ, ხვალ მოთამაშეებს ექნებათ იმის ჩვენების სურვილი, თუ რა ისწავლეს გასული თამაშების შემდეგ. ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთთან ჩატარებული ჩვენი ბოლო მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი კიტეიშვილის ტრავმა იყო. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სურთ იმის ჩვენება, რომ სხვაობა ესპანეთსა და საქართველოს შორის მცირდება. უნდა ითამაშონ ამბიციით და შიშის გარეშე. კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ კარგ თამაშზე და ვაჩვენოთ, რომ სწორ გზაზე ვართ.
როდესაც ესპანეთს, პორტუგალიას და მსგავსი უმაღლესი დონის გუნდებს ეთამაშები, რომლებსაც თითოეულ პოზიციაზე 5-6 უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავს, ტრავმები არაფერს ცვლის. ესპანეთი იგივე დონის ფეხბურთს ითამაშებს, არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან თუ არა მოედანზე იამალი, ოლმო, უილიამსი. იგივე სირთულის თამაში გვექნება და ამისთვის მზად ვართ”.
გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): “ესპანეთთან უკვე ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ვფიქრობ, ხვალინდელი თამაში განსხვავებული იქნება. გასვლაზე ვთამაშობთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ და რთულ თამაშს ველით.
მართალია, ესპანეთს რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, თუმცა მათ ნაცვლად იგივე დონის მოთამაშეები გამოვლენ მოედანზე. საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. თუ გვინდა, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ თითოეულ მოთამაშეს საუკეთესო დღე უნდა ჰქონდეს. ბევრი უნდა ვიშრომოთ მოედანზე, თავი კარგად დავიცვათ და შეტევაზე ამის შემდეგ ვიფიქროთ. ეს არის ერთადერთი გზა ესპანეთის ნაკრებთან შედეგის მისაღწევად”.
ესპანეთი – საქართველოს შეხვედრა 11 ოქტომბერს, ელჩეში, ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. თურქეთთან და ბულგარეთთან მიღებული ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს.
NAKREBI.GE
· მამარდას ნუ გაიხდით საქმეს ისე რომ თავდაცვა მოგიწიოთ. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. მერე კი ნუ იფიქრებთ, თავიდანვე ამაზე იფიქრეთ და შეუტიეთ.
საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა
“ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია… ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
მატჩის დღე – ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
“ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო” – როგორ ეხმაურებიან “ლივერპულის” ფანები ქართველი მეკარის თამაშს?
[VIDEO] როგორ აიღეს მამარდაშვილის კარი მეორედ – კუკურელიამ ახსნა, რა იყო “ლივერპულის” მთავარი სისუსტე ამ მომენტში
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში – გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა
ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით – “კვარას” ამბავი
[VIDEO] მამარდაშვილის კარგი დებიუტი პრემიერლიგაში – “ლივერპული” ზედიზედ მესამედ დამარცხდა
მამარდაშვილის დადებითი შეფასებები – მასზე მაღალი ქულები “ლივერპულის” მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო