ფოტო: მარიამ ნიკურაძე
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ბავშვს მაინც შეხედეო – ტარიელს ეხვეწებიან მეგობრები, რომ როგორმე ექიმის დახმარების მიღებაზე დაითანხმონ.
ტარიელი მე-15 დღეა შიმშილობს, აქედან 2 დღეა წყალსაც არ იღებს. დღეს ცუდად გახდა, მაგრამ მაინც ყველანაირ დახმარებაზე უარს ამბობს. ექიმმა შაქრის მაჩვენებელი 21 აქვს, დიდი რისკია კომაში ჩავარდეს, ძალიან სახიფათოა მისი მდგომარეობაო. ტარიელი ჯარისკაცი იყო და სამშობლოსთვის თავის გაწირვისთვისაც ჰქონდა მზაობა. მერე მაღაროელი გახდა, ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვდა და მეგობრები დაუჭირეს.
