მზადება 26 მაისისთვის – წვევამდელები ფიცს ამჯერადაც ქვეყნის მთავარ მოედანზე დადებენ

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. დამონტაჟდა სცენა, მომზადდა სპეციალური ადგილი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილისთვის – წვევამდელები ფიცს ამჯერადაც ქვეყნის მთავარ მოედანზე დადებენ.
დღის განმავლობაში დატვირთული იქნება დედაქალაქის მთავარი გამზირიც, სადაც კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება. განსხვავებულია წლევანდელი გალა კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველა კუთხიდან 1000-მდე წარმომადგენელი მიიღებს. სიახლეა ისიც, რომ წელს სრული პროგრამა ფოლკლორს დაეთმობა.
დამოუკიდებლობის დღისთვის მზადებაა რეგიონებშიც. მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, თეატრალური წარმოდგენები. ღონისძიება საქართველოს ყველა რეგიონში კონცერტით დასრულდება.
წვევამდელებმა თავისუფლების მოედანზე უკვე გაიარეს გენერალური რეპეტიცია. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი