რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყოთ საზღვარგარეთ სასაწავლებლად წასვლისთვის მზადება? – ამ კითხვაზე „ქალების ნარატივში“ დეტალურად One World-ის ხელმძღვანელმა, ნატალია სამარგულიანმა ისაუბრა.
„მზადება და ფიქრი საზღვარგარეთ სწავლაზე მსურველმა აპლიკანტმა ერთი წლით ადრე მაინც უნდა დაიწყოს, რადგან გარდა უნვერსიტეტებში საბუთების შეტანის დედლაინისა, არის ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალი მოსაგვარებელი, რასაც დრო სჭირდება. ჩვენ ვეხმარებით აპლიკანტებს უნივერსიტეტების, კოლეჯების, სხვადასხვა კურსების შერჩევაში, მათი მიდრეკილების, ფინანსური შესაძლებლობის და სურვილების გათვალისწინებით. ვუმარტივებთ მიღების რთულ და შრომატევად პროცესს, ვეხმარებით დაფინანსების მოპოვებაში, მათთან ერთად ვგეგმავთ განათლების ყოველ ეტაპს, რაც თავისთავად მომავალი წარმატებული კარიერის გარანტიაა,“ – განაცხადა ნატალია სამარგულიანმა.
One World-ის სერვისის ღირებულება, აპლიკაციის გაკეთება ერთ პარტნიორ სასწავლებელში 500 ლარი ჯდება, ხოლო ყველა მომდევნო სასწავლებელში 250 ლარი. რაც შეეხება არაპარტნიორ სასწავლებელში აპლიკაციის მომზადება 800-1000 ლარია საშუალოდ.
„წლების წინ მაგალითად ლონდონში სასწავლებლად წასვლა ყველაფერი იყო, ახლა იმხელა არჩევანია, რომ წასვლა აღარაა მთავარი მიზანი, მიზანია შინაარსი ჰქონდეს შენს წასვლას. ეს იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო სააგენტომ და განათლების კონსულტანტმა დეტალურად უნდა შეისწავლოს აპლიკანტის პროფილი, გაიგოს მისი შესაძლებლობები, მატერიალური, ინტელექტუალური, ფსიქოლოგიური და მარტო ამის საფუძველზე ააწყოს და შესთავაზოს კონკრეტულ ინდივიდზე აწყობილი საგანმანათლებლო გეგმა,“ – აღნიშნა ნატალია სამარგულიანმა.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა სწავლის გაგრძელების მხრივ იტალიასა და ესპანეთზეა, ყველაზე პოპულარული მიმართულებები კი ტექნოლოგიური სფეროებია.
One World-ი 2005 წლიდან მუშაობს საზღვარგარეთ სწავლის მიმართულებით. დღეს კომპანია 600-მდე საერთაშორისო პარტნიორსა და 7000-დე სასწავლო პროგრამას აერთიანებს. One World-ი ასევე არის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციებისა და სემინარების მუდმივი წევრი და მონაწილე, როგორებიცაა: ICEF, WEBA, St Alphe, NET Conference, Euroasia Workshop და მრავალი სხვა.