მზადება მესამე მსოფლიო ომისთვის?! – როგორი იქნება ფრონტის ხაზი, თუ პუტინი ევროპაში შეიჭრება

ამერიკული ჟურნალის – “ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „რუკები გვაჩვენებენ, როგორი ფრონტის ხაზი იქნება, თუ ევროპის ქვეყნებში შეიჭრება“ (ავტორები – ბრენდან კოული და ჯონ ფენგი).

რუსეთმა სთან ომი ფაქტობრივად უკვე გადააქცია ნატოსთან ომად, თუმცა იურიდიულად, რა თქმა უნდა, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი არ ამოქმედებულა და ძალაში არ შესულა.

რას აპირებს პუტინი?!

„ეჭვი არავის შეეპაროს, რომ , სთან ომში გამარჯვების შემთხვევაში, თავის აგრესიულ მზერას დანარჩენ ევროპასაც მიაპყრობს – აღმოსავლეთ ევროპის მიღმაც გადაიხედავს და – ჩრდილოეთშიც“, – ამბობს „ნიუსვიქთან“ საუბარში უილიამ მუკი, „ჩრდილოეთის ცენტრალური კოლეჯის“ (ნაპერვილი, ილინოისის შტატი) პოლიტოლოგიის პროფესორი.

“თუ სათვის ბოლო 25 წლის განმავლობაში რაიმე შემაკავებელი ფაქტორი არსებობდა, ეს იყო ნატოს გაფართოება. სწორედ ამიტომ არ სურს მას უკრაინის მიღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. კრემლი ყველანაირად შეეცდება თავისი გავლენის გაძლიერებას რეგიონში, ნატოს აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფლანგზე“, – აცხადებს პროფესორი.

ნატოს ჩრდილო და აღმოსავლეთევროპელი წევრები (მათ შორის – გერმანიაც) ყველაზე მეტად არიან შეშფოთებულნი ვლადიმერ პუტინის ამბიციებით. როგორც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოლინმა აღნიშნა, “ომი შეიძლება შვედეთშიც მოვიდეს“ – მას შემდეგ, რაც შვედეთის არმიის მთავარსარდალმა მიქაელ ბიუდენმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ „ომისათვის მორალურად მოემზადონ“.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება, პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ მაქსიმალურად ეცადა, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი გამოსულია 300 ქართველი ხალხი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი