„მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე“ – პრეზიდენტი

„მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე.“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ამ ქვეყნის, რომ შეიქმნა საპენსიო ფონდი და რითაც შეიძლებოდა, რომ „ოცნებას” თავი მოეწონებინა.
„მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ამ ქვეყნის, რომ შეიქმნა საპენსიო ფონდი და რითაც შეიძლებოდა, რომ „ოცნებას” თავი მოეწონებინა, მაგრამ ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის მთავრობის ხელში გადატანა ამ საპენსიო ფონდის და ძალიან საშიში მიმართულებაა”. – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ