“მზადდება საქართველოს სრული ანექსია” – სააკაშვილი

კლეპტოკრატიულმა დიქტატურამ ასევე მოხურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უარი უთხრა ამერიკის ელჩს, ბრიგიტ ბრონკს აკრედიტაციაზე ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, მაშინ ბრიგიტს “სააკაშვილის დაქალობა” დააბრალეს და ორი წლის განმავლობაში საქართველო ამერიკის ელჩის გარეშე იყო დარჩენილი.
ასევე რაც ფუნდამენტური იყო, მათ უარი თქვეს ჩემ დროს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ვერტმფრენებისა და საჰაერო დაცვის მიღებაზე, ასევე შეაჩერეს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები. ასე რომ ანტი – ამერიკულ კურსს ესენი ახორციელებენ 2012 წლიდან და ვინც სხვა რამეს ამტკიცებს იტყუება ან თავს თავს იტყუებს. ასევე მიკვირს ამ დღეებში მიამიტური კომენტარები, რომ თითქოს კობახიძის მეშვეობით ივანიშვილი რაღაცას ეხვეწება ტრამპს, სინამდვილეში ივანიშვილმა ზუსტად იცის თუ რა პირობები წაუყენა ტრამპის ადმინისტრაციამ მას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ამ პირობებს შორის არის ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება.
სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე. მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ საქართველოს სრული ანექსია.