“მე-7 კლასელი “ქურდულ” ვარსკვლავებს იხატავს, გაკვეთილზე “სეკას” თამაშობს… მშობელმა წიხლი რომ დაარტყა კარს, მხარი ლამის ამომივარდა” – მასწავლებელი სკოლის “მაყურებლებზე”

“მე-7 კლასელი “ქურდულ” ვარსკვლავებს იხატავს, გაკვეთილზე “სეკას” თამაშობს… მშობელმა წიხლი რომ დაარტყა კარს, მხარი ლამის ამომივარდა” – მასწავლებელი სკოლის “მაყურებლებზე”
“სკოლას ჰყავს თავისი ე.წ. მაყურებელი, რომელიც მართავს, ასე ვთქვათ, ამ რეჟიმ-დაუმორჩილებელ მოსწავლეებს. ჩემი ცხრილი ჰქონდათ შედგენილი და ყველა კლასში ავალებდნენ სუსტი ნებისყოფის ადამიანებს, ან სუსტ ბავშვებს, რომ აერიათ გაკვეთილი, ან ჩაეშალათ. მე-7 კლასელი ბავშვი, რომ ქურდულ ვარსკვლავებს იხატავს, ბავშვი რომ ასეთ უწმაწურ სიტყვებს ხმარობს, მასწავლებლები რომ ჩუმად არიან, გაკვეთილზე, რომ “ბურას”, “სეკასა” და “ქალაქობანას” თამაშობენ, ის სკოლა არ არის. კაციშვილი არ სწავლობს და ასე გაიძულებენ რომ დაუწერო 10 ქულები იმიტომ, რომ მედალოსანია, იმიტომ რომ ვიღაცის შვილია, მასწავლებლის შვილია, შვილიშვილია, ძმისშვილია, დისშვილია. განუკითხაობაა. ზოგი მასწავლებელი იმის გამო, რომ თავი დაეხსნა ამ მშობლებისგან, დისციპლინური დევნისგან შვებულებებს იღებდნენ. მეც ეგ მირჩიეს, იქნებ შვებულება აიღოო, რომ როგორმე გადარჩეო და მე არ ვაპირებ არც გადარჩენას და არც ამ ყველაფრის შეგუებას. სამჯერ შემომივარდა მშობელი კლასში, მე-7 კლასის მოსწავლეებთან. ძლივს დავიკავე კარები, წიხლი რომ დაარტყა მხარი ლამის ამომივარდა, მარცხენა ხელით მეჭირა კარები. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მასწავლებლების ასეთი დონის ბულინგი და შეურაცხყოფა. ქურდული მენტალიტეტით საუბრობს ყველა, მოწმე არის? აბა ვინ არის მოწმე და კიდევ ისეთ უცენზურო სიტყვებს ხმარობენ მოსწავლე გოგოები, რომ მერიდება ახლა ამ სიტყვებით ვილაპარაკო.”

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები