მე-4 ბრიგადის სამხედროებს კრიზისული სიტუაციების მართვაში წვრთნები ჩაუტარდათ

მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში სწავლება ჩაუტარდათ. ბრიგადის პირადი შემადგენლობის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა კრიზისული სიტუაციების მართვის, საგანგებო სიტუაციებსა და სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით გადაუდებელი და აუცილებელი მოქმედებები წარუდგინეს. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის მოხმარების წესების გაცნობის შემდეგ, სწავლების მონაწილეებმა ველზე გადაინაცვლეს და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები პრაქტიკაში განახორციელეს.
სწავლება ეროვნული გვარდიის მხარდაჭერითა და კოორდინაციით განხორციელდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებისთვის საგანგებო სიტუაციებში, განსაკუთრებით ლოკალურ დონეზე სწრაფად და სწორად რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას.
დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებში აღნიშნული სწავლების ჩატარების შემდეგ, ამჟამად წვრთნას აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები გადიან.
კრიზისული სიტუაციების დროს, მსგავსი სწავლებები ხელს უწყობს უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას.
Previous: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში