2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 62,5 პროცენტით შემცირდა. საქსტატი აღნიშნავს, რომ კლების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი არის სავალო ვალდებულებებისა და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 316 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. მონაცემები აჩვენებს, რომ კლებაა არა მხოლოდ გასული წლის იმავე პერიოდთან ($820,3 მლნ), არამედ წინა კვარტალთან ($505,7 მლნ) შედარებითაც.
პირდაპირი ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზეა აშშ – 51,8 მლნ აშშ დოლარით. მას მოჰყვება გაერთიანებული სამეფო (45,8 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდი (45,3 მლნ აშშ დოლარი). ათეულში შედიან საქართველოს მეზობელი ქვეყნები თურქეთი და აზერბაიჯანი, თუმცა არა სომხეთი და რუსეთი.
