ნოემბრის ბოლოს უკრაინულ და რუსულ მედიებში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი მოკვდა.
45 წლის გენერლის სიკვდილი დაადასტურა ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა.
“უმძიმესი დანაკარგი. გამჭოლი ტკივილი. სპეცოპერაციის ზონაში დაიღუპა მე-14 არმიის ჩრდილოეთ ფლოტის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი”. – წერს გუსევი ტელეგრამში.
რუსული მედია სიკვდილის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა რამდენიმე უკრაინულ გამოცემაში იწერება, რომ ზავიდსკი 28 ნოემბერს ნაღმზე აფეთქდა.
ზავიდსკი რიგით მე-7 ამ რანგის რუსი სამხედრო მოსამსახურე გახდა, რომელიც უკრაინაში მოკვდა.