მე-12 კლასის ისტორიის მასალის რედაქტორი, რუსული კანონის ხელმომწერი, გიორგი სოსიაშვილია – გიორგი ჯავახიშვილი

ისტორიის მკვლევარი და მასწავლებელი, გიორგი ჯავახიშვილი:
მსურს, როგორც ისტორიის მასწავლებელმა და მკვლევარმა ყურადღება მივაქციო იმ გამოწვევებიდან ერთ-ერთს, რომელიც დგას ჩვენი სკოლების და შესაბამისად საზოგადოების წინაშე.
მოგეხსენებათ, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ შეაჩერა სკოლის ზედა საფეხურის მესამე წლის, ანუ მე-12 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი საზოგადოებისა და, რაც მთავარია, პედაგოგებისთვის ბუნდოვანი მიზეზების გამო. მკაფიო განაცხადი ამის შესახებ არ გაკეთებულა. იცით რომ ისტორიასთან ორგვარი შეხება მაქვს – სკოლაში ვასწავლი, როგორც საგანს და ვცდილობ ვიკვლიო სხვადასხვა პრიზმიდან, მათ შორის მეხსიერების პოლიტიკის გადმოსახედიდან. ისტორია ეროვნული ნარატივის შექმნის მექანიზმია – ბევრისთვის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო ერთადერთი წიგნია, რომელსაც ისტორიაზე წაიკითხავს ცხოვრებაში, ამიტომ ისტორიის სახელმძღვანელოები, მით უფრო უახლესი ისტორიის, გადაჯაჭვულია ჩვენს ყოველდღიურობასთან, იდენტობასთან, შფოთებთან და მომავალთან – შესაბამისად ხშირად პოლიტიზირებულია.
საქმე იმაშია, რომ სასკოლო ისტორია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით ორ ნაწილად – მსოფლიო და საქართველოს ისტორიად გაიყო, რაც თავისთავად არაერთი პრობლემის გამომწვევი გამოდგა სკოლაში (პრობლემურია როგორც წიგნების, ისე სასწავლო პროცესის მხრივ, თუმცა ახლა ამაზე ვრცლად არ ვაპირებ).

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას