“მე ხომ არ ვკითხავდი, რატომ არ დაგხვდნენთქო” – რას ჰყვება კაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ მან მიიყვანა სააკაშვილი სანზონის ბინაში

მესამე პრეზიდენტის მეგზურის ჩვენება – ელგუჯა ცომაია სასამართლოში გამოკითხეს. ტრაილერის მძღოლი, რომელმაც 8 დღე და 7 ღამე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჯერ შავ ზღვაში, შემდეგ კი საქართველოში გაატარა, ყვება როგორ დაბრუნდა იძულებითი ემიგრაციიდან სააკაშვილი და როგორ აღმოჩნდა საბოლოოდ სანზონაში მის საცხოვრელებ სახლში.
„ხაშურს რომ გამოვცდი, მომწერეს, მიხედეო. სად წამეყვანა? ბავშვი ხომ არ ვიყავი, ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი ადამიანს, როგორც ადამიანი, თქვენ დატოვებდით ქუჩაში? წამოვიყვანე სანზონაში. მე ხომ არ ვკითხავდი, რატომ არ დაგხვდნენთქო, ტელეფონი ეკავა ხელში, ხან წერდა… საჭმელი ვიყიდეთ, ვჭამეთ, ჩემთვის არავის დაურეკავს და მიშას ვინ ურეკავდა, არ ვიცი. მეორე დღეს, საწვავს ვასხამდი მანქანაში, ისე გამაჩერა პოლიციამ, სახლში ვინ გყავსო, ხომ არ ვეტყოდი. სახლში ამიყვანეს, ჩემს მისვლამდე პოლიციით იყო სავსე. მერე არც მინახავს მიშა, სად ვნახავდი”,- განაცხადა ცომაიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს წარედგინათ.
მათ მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!