“მე წინააღმდეგი ვიყავი საგუშაგოს დადგმაზე” – რა უთხრა გომელაურმა გამოძიებას ჩორჩანას საქმეზე

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტი, ვახტანგ გომელაური დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე იყო. იგი დაიბარეს 2019 წლის საქმეზე, როცა ხაშურში, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგუშაგო კოშკი განათავსა. გომალური ამბობს, რომ ის კოშკის აშენების წინააღმდეგი იყო, რადგან ვარაუდობდა, რომ ამას შესაძლოა ომი მოჰყოლოდა,
გომალური იმ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურის უფროსი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი კი – გიორგი გახარია. ის ამბობს, რომ კოშკის აშენების შესახებ გადაწყვეტილება პირადად გიორგი გახარიამ მიიღო ისე, რომ ეს ამბავი არც მაშინდელ პრემერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეათანხმა. გომელაურმა თქვა, რომ ბახტაძეს ამის შესახებ თავად უთხრა.
საბოლოოდ, კოშკი მაინც აშენდა და საგუშაგომდე გზაც გაიყვანეს. კითხვაზე, რატომ მისცა ამის უფლება გახარიას. სავარაუდოდ მოსალოდენლი საფრთხეების მიუხედავად, გომელაურმა ასე უპასუხა: “რა უნდა გაეკეთებინა უსაფრთხოების სამსახურს?! უნდა მივსულიყავი და ტრაქტორები მომეტაცა?”
“მე, ჩემი უფლებამოსილება რაც იყო, გავაკეთე ის. ახლა, აქ ვერ მოვყვები დეტალებს, რა გავაკეთე. მე თუ რამე ბრალეულობა მიმიძღვის, მე ვზად ვარ პასუხი ვაგო. უფლებამოსილება, რაც აქვს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს – ინფორმირება, ეს, ეს, ეს … ყველაფერი გავაკეთე”, – განაცხადა გომელაურმა.
ჟურნალისტებმა მას შეახსენეს, რომ ამ ფაქტის შემდეგ გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა, თავად კი გახარის გუნდში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაიბარა. კითხვაზე, რატომ მუშაობდა იმ ადამიანთან ერთად, ვინც, როგორც თავად ამბობს, ქვეყანა ომის რისკის წინაშე დააყენა, გომელაურმა არ უპასუხა. მან თქვა, რომ “პოლიტიკური საკითხია” და არ ეხება ჩორჩანას საგუშაგოს საქმეს.
გომელაურმა არ უარყო, რომ შესაძლოა გახარია დააკავონ და ამის ერთ-ერთი საფუძველი მისი ჩვენება იქნება. კიტხვაზე, თვლის თუ არა, რომ გახარია სისხლის სამართლის დამნაშავეა, გომერლაურმა ასე უპასუხა:
“მე ამის უფლება არ მაქვს, ჩავთვალო, ვინმემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა. მაგას მიხედავენ სამართალდამცავები. კითხვა დამისვა პროკურატურამ და მე გავეცი პასუხი, სიმართე, რაც იყო რეალობა. უნდა მოვატყუო პროკურატურა?”.
გომელაურმა არაფერი თქვა გახარიას მოტივებზე. არც იმაზე, ეს მიზანმიმართული ქმედება იყო, თუ დაუდევრობა. მან თქვა, რომ ამაზე თავად გახარიამ უნდა ისაუბროს.
“მე წინააღმდეგი ვიყავი. სამსახურში, არც მე, არც ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც ჩართული იყო [მუშაობდა], პირდაპირ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებაზე, არავინ … რა თქმა უნდა, ვადასტურებ, რომ კომუნიკაცია გვქონდა ბატონ გახარიასთან. წინააღმდეგი ვიყავით მთელი სამსახური. ჩვენ დიდი გამოცდილება გვქონდა. იგივე, ოთხოზორიას თემა გვახსოვს ჩვენ ძალიან კარგად, ლამის დაიძაბა იქ [სიტუაცია], უბედურება მოხდა, ეს ადამიანი დაიღუპა და მერე შეიძლება ამას კიდევ უფრო დიდი რამე მოჰყოლოდა – ხალხის დახოცვა. იქაც რა გავაკეთეთ?! პრევენციები გააკეთა მაშნდელმა უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ … ეს გამოცდილებები დაგროვილი გვქონდა. როგორც გორის მიმართულებაზე, სამჩაბლოზე, ისე დასავლეთში, ს მიმართულებაზე. ძალიან ბევრი პრევენცია ყოფილა მაგისი და საგუშაგო არსად არ დაგვიდგია. მე წინაღმდეგი ვიყავი საგუშაგოს დადგმაზე იქ. შეიძლება სხვა პრევენცია გაკეთებულიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი გამოციდლებიდან, ჩვენ სხვა რამე ვურჩიეთ. […] გადავრჩით, მე ვიტყოდი ასე. მაგრამ საფრთხე, პატარა საფრთხეს გეტყვი – ათობით ჰექტარი ტყე დავკარგეთ, საძოვრები დაკარგა ხალხიმა. ჩადით და ჰკიტხეთ, რა საფრთხე იყო. ეს იყო ყველაზე პატარა საფრთხე, რაც შეიძლება მოჰყოლოდა [საგუშაგოს დადგმას]. დიდი საფრთხე – შეიძლება, საერთოდ, იმის წინაშე დავმდგარიყავით. ეგეც შეიძლება”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურმა არ გასცა პასუხი კითხვას, მაშინდელ სამთავრობო გუნდში ვინ იყო საგუშაგოს აშენების წინააღმდეგი და ვინ უჭერდა მხარს, რა დნეზე განიხილებოდა საკითხი და მის მიერ დასახელებული რისკების მიუხედავად, რატომ აშენდა საგუშაგო. მან მხოლოდ ის გაიხსენა, რა პასუხი მიიღო გახარიასგან.
“საფრთხებეია დიდი და ჩვენ ეს ნდა გავაკეთოთო. ნუ, საფრთხეებია, მიხედეთ თქვენი საქმის თქვენ იცით [მეთქი]. ხელმძღვანეობაა, პრემიერია … უსაფრთხოების ხელმძღვანელი ხომ არ არის ამ ქვეყნის მმართელი, ხომ?! ყველა ჩავაყენოთ სამქის კურსში და მიხედეთ-მეთქი. მერე გადაწყდა … გამოძების დეტალებში, ალბათ, გამოჩნდება, რაც იყო და როგორც იყო”, – ამბობს გომელაური.
გომელაური პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება “საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას”.
უწყებაში ამბობენ, რომ შეისწავლიან “2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას”.
ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა.
ორი თვის წინ, “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. კომისიის თავმჯდომარე, გახარიას ედავებოდა, რომ მან, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. ამასთან, კომისიის წევრები გახარიას ედავებიან, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც პრემიერთან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” და გზა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაჰყავდა. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით. გახარიას თქმით, ეს ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა, საგუშაგოს გახსნით კი დაიცვა ეს ტერიტორია.
ამავე თემაზე:
· საბოტაჟი, მტრული საქმიანობა და სხვა – რა გამოძიების ფარგლებში სწავლობს პროკურატურა ჩორჩანას საქმეს
· წულუკიანის თქმით, სუს-მა -ს მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა ოსებისგან შეიტყო