“მე შენ გაგხევ” – სეხუდომ დვალიშვილს რუსულად მიმართა [VIDEO]

UFC 298-ის ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. მოგეხსენებათ, ხსენებულ წვეულებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს, ხოლო ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. “მატადორი” ლეგენდარულ ავსტრალიელთან ოქტაგონს საჩემპიონო ქამრისთვის გაიყოფს.
მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის წინ, პრესკონფერენციაზე, მექსიკელ ჰენრი სეხუდოს გასაღიზიანებლად მექსიკის დროშა შემოიხვია.
საქმე ის გახლავთ, რომ სეხუდო ამას არასდროს აკეთებს და იმ ფაქტზე არასდროს საუბრობს, რომ მექსიკელია.
მერაბმა კი მისი პროვოცირება სცადა:
“მე ვიქნები ის, ვინც მექსიკას გააბედნიერებს. ამ ქვეყანას სჭირდება მებრძოლი, რომელიც წარმოადგენს”, – განაცხადა დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე.
პასუხმა არც სეხუდოსგან დააყოვნა: “მე
შენ გაგხევ” (Я тебя порву) – მიმართა სეხუდომ რუსულ ენაზე დვალიშვილს.
შეგახსენებთ, UFC 298-ის ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება.