,, მე შეიძლება არ მაპატიონ და ჯოჯოხეთშიც მოვხვდე…” – რას წერს შალვა რამიშვილი

,,პოსტივის” დირექტორი, შალვა რამიშვილი:
,,დღეს მხვდა პატივი ქართულ ხმებთან ერთად მომელხინა. ვუსმენდი ღვთაებრივ პოლიფონიაში შეკმაზულ ქართულ აზრს:
“მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა”
და უეცრად გამახსენდა გენიალური ბობ დილანის Knockin’ On Heaven’s Door იდან აი ეს სიტყვები:
Mama, put my guns in the ground
I can’t shoot them anymore
That long black cloud is comin’ down
I feel like I’m knockin’ on heaven’s door~
იგივეა აბსოლუტურად!
ყველა ცივილიზაციას აქვს ერთი ფუძე. ერთი რემინესენციები, ერთი მეხსიერება, რასაც კარლ გუსტავ იუნგი კოლექტიურ ქვეცნობიერს ეძახის. ყველა ერთი ევადან ვართ (დამტკიცებულია მეცნიერების მიერ)
ლიბერალური ძალა ჩვენს თავისუფლებას აფეტიშებს და მოგვიწოდებს რომ მისთვის (თავისუფლებისთვის) ვიბრძოლოთ. ამ ძალას პროგრესის უწყვეტობის რწმენა აქვს. მაგრამ ეს ტრუხა რწმენაა. მე მწამდა ამ ძალისა. ამ დღევანდელ ბავშვებზე გაცილებით მეტად “ლიბერალი” ვიყავი მანამდე ვიდრე ეს მოდაში შემოვიდოდა (before it was cool) НО ЭТО ВСЕ ХУЙНЯ! სინამდვილეში ეს ლიბერალობა ანუ თავისუფლების ფეტიში მხოლოდ მირაჟია. ამ “თავისუფლების” მიზანი თუ მეტი აიფონი, მეტი სექსი ანაც ფულია – მაშინ ეს მახეა! სიკვდილს ეს ფეხებზე კიდია, რადგან უჩინოდ მოვა და ამ ყველაფერს აგვყრის. ცხონებაა მთავარი! ამიტომ ჩაფალით ეს იარაღი, ანუ ჩაფალით ეს ინფანტილური სიბრაზე შვილებო და ცხონებაზე იფიქრეთ. მე შეიძლება არ მაპატიონ და ჯოჯოხეთშიც მოვხვდე ( იქ სხვათაშორის კომფორტი არაა მარა სასტავია უკეთესი) მაგრამ თქვენ ხომ ჩემდენი ცოდვები არ ჩაგიდენიათ.“