მე შევსწრებივარ, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ შენ ახლა ეს უნდა შეასრულო – გერმანიის ყოფილ ელჩზე

მე შევსწრებივარ, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ შენ ახლა ეს უნდა შეასრულო – გერმანიის ყოფილ ელჩზე
ბატონი ქნირში გამოირჩეოდა იმით, რომ მას ჩემთვის მოუცია დავალებები, რომლებიც არ შემისრულებია და ამის გამო, მძიმე საუბარი ყოფილა, რომელიც ყველაფერი იყო დიპლომატიურის გარდა, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გერმანიის ყოფილ ელჩ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველზე განვითარებული მოვლენების პარალელურად, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის შესწრებია, როდესაც ჰუბერტ ქნირში ქართველ მაღალი თანამდებობის პირებს უზრდელურად ესაუბრებოდა და დავალებებს აძლევდა, შესაბამისად, მისი თქმით, რატომ არ შეიძლება, რომ ყოფილ ელჩს გახარიასთვისაც მიეცა რაიმე ტიპის არასწორი დავალება.
“მე შევსწრებივარ სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან საუბრებს, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ შენ ახლა ეს უნდა შეასრულო. ჩემთვის მოუცია დავალება, ეს ეთერშიც მაქვს მოყოლილი, რომელიც არ შევასრულე, როგორც კულტურის მინისტრმა. მინახავს სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ ასეთ პერსონაჟს გახარიასთვისაც მიეცა რაღაც ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე, ან სხვას, რომელიც გარეთ იყო?!” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში