“მე უფრო ქართველი ვარ, ვიდრე მერაბი” – ნურმაგომედოვის ამ განცხადებას დვალიშვილმაც უპასუხა

19 იანვარს, UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, ქამარს რუსი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.
ბრძოლა UFC 311-ზე გაიმართება.
ნურმაგომედოვმა MMA Pros Pick-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი უფრო მეტად ქართველია, ვიდრე დვალიშვილი.
“მე უფრო ქართველი ვარ, ვიდრე მერაბი. ის საქართველოს მხოლოდ ტატუთი და შავი ფაფახით წარმოადგენს, სხვა დანარჩენზე რას იტყვით? ნებისმიერი მასზე უფრო სამაგალითო იქნებოდა”, – განაცხადა ნურმაგომედოვმა.
მერაბმა რუსი მებრძოლი უპასუხოდ არ დატოვა.
“ის საერთოდ არაფერს წარმოადგენს, მას დაღესტანიც კი არ შეუძლია წარმოადგინოს. უმარი არც რუსია და არც ქართველი.
ის დაღესტანიდანაა მაგრამ რუსეთს წარმოადგენს”, – განაცხადა დვალიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში