მე უკვე რამდენიმე წელია ვიძახი, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს – კრამერი

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი აცხადებს:
,,მე მიმაჩნია, რომ ბატონი ივანიშვილი ცუდ როლს ასრულებს. მისი კომენტარი, რომ არის გლობალური ომის პარტიის ნაწილი, არის უბრალოდ სასაცილო, მაგრამ ამავე დროს შეურაცხმყოფელი, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონმა საქართველოს 6.5. მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. როდესაც რუსეთს აქვს თქვენი ქვეყნის 20% კუპირებული და ამ დროს შენ ამბობ, რომ გლობალური ომის პარტია ამერიკაა, ეს აბსურდია. თუ გლობალური ომის პარტია მართლაც არსებობს, მაშინ მისი შტაბ-ბინა არის მოსკოვში და არა ვაშინგტონში. ამიტომ, მე უკვე რამდენიმე წელია ვიძახი, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს და ახლაც ასევ ვფიქრობ. მე ამას არ ვამბობ კმაყოფილებით, მე მიყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ არ მინდა, რომ ზოგიერთმა პიროვნებამ ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით წაიყვანოს”.

ასევე დაგაინტერესებთ