“მე საპროტესტო აქციებზე მივდივარ. თუ მომკლავენ ან დამაპატიმრებენ, იცოდეთ, რომ მე პატივითა და ღირსებით ცხოვრება ავირჩიე”

„მე საპროტესტო აქციებზე მივდივარ. თუ მომკლავენ ან დამაპატიმრებენ, იცოდეთ, რომ მე პატივითა და ღირსებით ცხოვრება ავირჩიე.
თუ სიკვდილისთვის ვარ განწირული, მაშინ უმჯობესია, გამბედაობისა და პატივის გზაზე მოვკვდე.
რაც არ უნდა დამემართოს, მინდა, რომ ეს ამბავი აფეთქებასავით გავრცელდეს, რათა ჩემი თაობისთვის მისაბაძი მაგალითი გავხდე. 2026 წლის 2 იანვარი, ხელმოწერილი მილად ჰასან ზადეს მიერ.“ – დაწერა 17 წლის მილად ჰასან ზადემ მის უკანასნელ წერილში, რომელიც აქციაზე გასვლამდე ოჯახის წევრებს დაუტოვა.
🔴 ირანის უსაფრთხოების ძალებმა მილად ჰასან ზადეს ფეხში და მუცელში ესროლეს. ოთხი ოპერაციის შემდეგ, 17 წლის ირანელი დემონსტრანტი 10 იანვარს გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?