მე სამი პრიორიტეტული მიმართულებით ვიმუშავებ – NATO-ს ახალი გენერალური მდივანი

იენს სტოლტენბერგმა NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა მარკ რუტეს ოფიციალურად გადააბარა.
„მე სამი პრიორიტეტული საკითხის მიმართულებით ვიმუშავებ. პირველი, ეს ძლიერი NATO-ს შენარჩუნებაა და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი თავდაცვა ეფექტური და საიმედო დარჩეს. ეს მეტ ინვესტიციას მოითხოვს, რადგან მეტის გასაკეთებლად მეტი უნდა დავხარჯოთ. ჩემი მეორე პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი NATO-სთან დაახლოებაა, რადგან ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე ევროპაში ხანგრძლივი უსაფრთხოება ვერ იქნება. მესამე პრიორიტეტი პარტნიორობის გაძლიერებაა, ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორთან, ევროკავშირთან და მსოფლიოს ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს იზიარებენ“, – განაცხადა მარკ რუტემ.
NATO-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
ipn.ge