“მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს” – რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი ვეტერანი ფეხბურთელი და საფეხბურთო მენეჯერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ. ნუკრიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. რევიშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში ირაკლი აზაროვის ვერმოხვედრა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
“ორი აზრი არ არსებობს, რომ ირაკლი საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელია. ყველა მწვრთნელს თავის შეხედულება აქვს, თავიანთი მონახაზი აქვთ, იგივე ეხება ვილი სანიოლსაც. ძალიან გული დამწყდა, როცა გავიგე, რომ ვერ მოხვდა 26-კაციან განაცხადში. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს, მაგრამ
ხდება… მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ისეთი ბიჭია, ყოველთვის დაამტკიცებს თავის კარიერის ბოლომდე, რომ ის საუკეთესოა საქართველოში და ამით არ დაკმაყოფილდება”, – განაცხადა რევიშვილმა
სრული ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე