,,მე რომ მეხებოდეს, გირაოს არ გადავიხდიდი“ – ანა წითლიძე

,,ნაცმოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე:
,,მე რომ მეხებოდეს, გირაოს არ გადავიხდიდი.
მაგრამ ვინც გადაიხადა, არ მგონია არც მშიშარა და არც ციხისგან დაზღვეული.
ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ციხეში იყვნენ პოლიტიკოსები, სტუდენტები, ექიმები, მსახიობები – ყველა ამ ადამიანს თავისი წვლილი უნდა შეჰქონდეს ქვეყნის განვითარებაში, გარეთ, თავისუფლებაზე.
მაგრამ რეალობა გვაქვს ისეთი როგორიც შექმნა ივანიშვილმა. რეჟიმი რომელიც არ ტოვებს არანაირი თავისუფალ სივრცეს.
ამ მოცემულობაში ციხეში ვიქნებით თუ გარეთ ორივე ბრძოლის ნაწილია.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…