“მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის დროს თვალი დავკარგე, ახლა აქციაზე მასთან ერთად მიწევს დგომა…” – რას ამბობს მაკო გომური

საზოგადოებას კარგად ახსოვს 20 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომურის ისტორია.

მაკო კვლავ აგრძელებს აქციებზე სიარულს და თავისი პოზიციის გამოხატავას.

გიზიარებთ მის ინტერვიუს Ambebi.ge-სთან სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მაკო გო­მუ­რი:

– გე­ტყვით, რომ გა­ცხა­დე­ბუ­ლად რუ­სუ­ლი მთავ­რო­ბა გვი­ზის ქვე­ყა­ნა­ში და შიდა რუ­სულ მტერს ვებ­რძვით… გა­უ­გო­ნა­რი რამ არის… მი­ხა­რია, რომ ამას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მიხ­ვდა და 20 ივ­ნის­თან დღე­ვან­დე­ლი დღის შე­და­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯი, ქმე­დე­ბა, გან­ცხა­დე­ბა პრო­რუ­სუ­ლი რო­მაა, ეს ფაქ­ტია და ისიც, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბე­ბი აშ­კა­რად შეც­ვლი­ლია. ცუ­დია, რომ ამ სის­ტე­მის მსხვერ­პლი ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­და – ამა­ზე გული ძა­ლი­ან მწყდე­ბა. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ესა თუ ის გან­ცხა­დე­ბა და ზო­გა­დად ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­რუ­სუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მაბ­რა­ზებს. ამი­ტომ, თუ ბრძო­ლა­ზე უარს ვი­ტყვით, ჩავ­თვა­ლოთ, რომ მთი­ა­ნად რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით.

შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თი ჩვენ­თან ომით არ მო­ვი­დეს, ან რად გვინ­და ომი?! გა­ცხა­დე­ბუ­ლად პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ ად­გე­ბა და ჩვენს ქვე­ყა­ნას რუ­სეთს ჩა­ა­ბა­რებს და გავ­ხდე­ბით რუ­სე­თის გუ­ბერ­ნია, პუ­ტი­ნის ბიზ­ნეს­ცენ­ტრი, ან და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი. ჩათ­ვა­ლეთ, რომ ჩვენს ეროვ­ნუ­ლო­ბას და თვითმყო­ფა­დო­ბას, რო­მელ­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ასე იცა­ვენ, უბ­რა­ლოდ დავ­კარ­გავთ. გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თა­დერ­თია, ვიბ­რძო­ლოთ და რუ­სეთს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ გა­დავ­ცეთ. ძა­ლი­ან ცუდ პრო­ცე­სებ­ში ვართ, ამ­დენხნი­ა­ნი უწყვე­ტი პრო­ტეს­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც რე­ა­ლუ­რად 2 კვი­რის წინ არ და­წყე­ბუ­ლა. ბრძო­ლა წლე­ბის წინ, „გავ­რი­ლო­ვის ღამე“ და­ი­წყო. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აჩ­ვე­ნა თუ რო­გორ სჯი­და ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც რუ­სე­თი არ უნდა.

– იმ ღა­მეს ერთ-ერთი დას­ჯი­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი შენ ხარ, რუს­თა­ველ­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად ჯან­მრთე­ლო­ბა და­ტო­ვე…

– არა მარ­ტო მე, კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო იქ, თუმ­ცა, რო­გორც ვთქვი, ბევ­რი რამ დღეს შეც­ვლი­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა სა­ხე­ში ნაკ­ლებ ტყვი­ას გვეს­ვრი­ან და ნაკ­ლე­ბი და­მიზ­ნე­ბით გვხვდე­ბა ისი­ნი, სა­მა­გი­ე­როდ, რეპ­რე­სი­ე­ბია გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. სხვა რა ხდე­ბო­და 37 წელს?! თუნ­დაც რუ­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დგომ პე­რი­ო­დებ­ში?! კარ­გი იყო აქამ­დე საქ­მე არ მიგ­ვეყ­ვა­ნა და სის­ტე­მას ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი არ შეს­წი­რო­და. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ კი­დევ რა სჭირ­დე­ბა ხალ­ხს იმის­თვის, რომ მა­სობ­რი­ვად ხმა ამო­ი­ღოს?! ვერ ვხდე­ბი, რა­ტომ არ შე­უძ­ლია რი­გით მო­ქა­ლა­ქეს, რომ ცოტა ხანს მა­ინც თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბი დათ­მოს. მე, რო­მელ­მაც გა­ხა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბის, პრე­მი­ე­რო­ბის დროს თვა­ლი დავ­კარ­გე, აქ­ცი­ა­ზე მი­წევს მას­თან ერ­თად დგო­მა…

მეც მაქვს ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლე­ბი, ზოგ­ჯერ ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბი, სად არის შენი პრინ­ცი­პე­ბი?! მაგ­რამ ამ წუ­თას მხო­ლოდ სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­ზე ფიქ­რი არ შე­მიძ­ლია, რად­გან ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, ქვე­ყა­ნა­ში გვი­ზის. ვიცი, რომ ამ დროს რა­ღაც­ნა­ი­რად სა­კუ­თა­რი უნდა დავ­თმო. ახლა თა­ვის და­ნე­ბე­ბის დრო არ გვაქვს, რად­გან ამ­დე­ნი 17-18 წლის ბავ­შვია და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ აქ­ცი­ებს მათი სა­ხე­ლი ჰქვია. სულ რომ ბოლო ადა­მი­ა­ნი ვიყო, რა­ღა­ცას მა­ინც გა­ვა­კე­თებ, რომ ისი­ნი იქ არ დაგ­ვრჩნენ. მარ­თლა ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ…

– 4 წლის წინ დარ­ბე­ულ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდი, სა­ო­ცა­რი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­ცა­დე. რო­გო­რია შენ­თვის ამ­დე­ნი ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი და ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნის ხილ­ვა?

– იმ­დე­ნად მი­ჭირს მაგ კად­რე­ბის ყუ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით – ცე­მის კად­რე­ბის… ძა­ლი­ან მძი­მე იყო, რო­დე­საც და­ჩო­ქი­ლი დედა, სპეც­რაზმს ეუბ­ნე­ბო­და, რომ მისი შვი­ლია და მას­თან მი­მიშ­ვით ან გა­მო­უშ­ვი­თო… ეს ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს უკან მაბ­რუ­ნებს, რაც გა­მო­ვი­ა­რე და გა­მოვ­ცა­დე… ყო­ველ ჯერ­ზე ტკი­ვი­ლი მი­ახ­ლდე­ბა. მძი­მეა რეპ­რე­სი­ე­ბის, გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კის ყუ­რე­ბა. ადა­მი­ა­ნებს ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბის დროს იტა­ცე­ბენ, ბავ­შვე­ბი ბაღ­ში რომ მიჰ­ყავთ, სახ­ლში მაგ დროს უვარ­დე­ბი­ან. ამ ყვე­ლაფ­რის გამო ერთი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი არ არის დას­ჯი­ლი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მეს­მის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლი და ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის. თი­თო­ე­ულს მინ­და, რომ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო და ჩემი წილი ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო, რომ 5 წლის მერე კი­დევ იმა­ვე რა­ღა­ცე­ბის გავ­ლა უწევთ. ზუს­ტად ვიცი, დედა, მამა რას გრძნო­ბენ იმ მო­მენ­ტში, როცა შვი­ლი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი.

– 28 ნო­ემ­ბრი­დან აქ­ცი­ებ­ში ხარ ჩარ­თუ­ლი. შენც ხომ არ მოჰ­ყე­ვი დარ­ბე­ვა­ში?

-რამ­დენ­ჯერ­მე გა­ზის გაშ­ვე­ბის დროს მოვ­ყე­ვი და ასე­ვე რამ­დენ­ჯერ­მე ალ­ყა­ში რომ მოგ­ვაქ­ცი­ეს, იქ ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი 2 დღე ემო­ცი­უ­რად მი­ჭირ­და. რა თქმა უნდა, შიში მა­ინც დაგ­ვყვე­ბა, მაგ­რამ ახლა იმ­დე­ნად ძლი­ე­რია ეს გაბ­რა­ზე­ბა და უსა­მარ­თლო­ბის შეგ­რძნე­ბა, არც მახ­სენ­დე­ბა, რომ იქ შე­იძ­ლე­ბა შფოთ­ვა და­მე­წყოს, ან პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა. სა­ერ­თოდ ისე ვარ გან­წყო­ბი­ლი, რომ იქი­დან ვერ მოვ­დი­ვარ. იმ ბავ­შვე­ბის, ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ებს ვერ ვი­ვი­წყებ, თვა­ლი­დან არ ამომ­დის და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, გაშ­ვე­ბუ­ლი გა­ზის, ან წყლის ჭავ­ლის გამო ამ ბრძო­ლა­სა და ამ ბავ­შვე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარი ვთქვა?!
– 4 წლის წინ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში თა­ვად იყა­ვი – თვა­ლი და­კარ­გე… რო­გო­რია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­სა და და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა?

– ამ ყვე­ლა­ფერს უკვე დიდი ხა­ნია, შეჩ­ვე­უ­ლი ვარ, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ამის გამო შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­დეს და ერთი თვა­ლით მხედ­ვე­ლო­ბამ ხელი შე­მი­შა­ლოს, მაგ­რამ, რო­გორც ვთქვი, მძი­მე რა­ღა­ცებს შეჩ­ვე­უ­ლი ვარ… ზოგ­ჯერ დის­კომ­ფორ­ტი მაქვს სი­ცი­ვე­ზე, გა­რეთ გას­ვლა­ზე, მაგ­რამ გა­ზის გაშ­ვე­ბი­სას მხო­ლოდ ერთი თვა­ლი მეწ­ვის ხოლ­მე… მოკ­ლედ, ისეთ ბრძო­ლა­ში ვართ, რომ არც მახ­სოვს, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა მაქვს. ფაქ­ტობ­რი­ვად ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა აღარ გაგ­ვაჩ­ნია. ყვე­ლა მე­დი­ა­სა და და­შა­ვე­ბულ ჟურ­ნა­ლისტს, ოპე­რა­ტორს მინ­და, სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო. დიდი მად­ლო­ბა, რომ პრო­ტესტს მხარ­ში ასე უდ­გა­ნან, აშუ­ქე­ბენ და ჩა­ნა­წე­რე­ბის, ფაქ­ტე­ბის ავ­ტო­რე­ბი არი­ან… მე­დი­ის მი­მართ ერთი თხოვ­ნა მექ­ნე­ბა, მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად შე­მოგ­დე­ბულ თე­მებ­ზე ყუ­რა­დღე­ბა არ გა­და­ვი­დეს. მინ­და, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის თემა მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყოს. მახ­სოვს, 20 ივ­ნი­სის შემ­დეგ „ქო­ცებს“ რა­ღაც ტრი­უ­კე­ბი ჰქონ­დათ და თე­მე­ბის გა­და­ფარ­ვა ხდე­ბო­და. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დონ, რომ მეტი აქ­ცენ­ტი იყოს დას­ჯი­ლებ­ზე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­ზე და ამა­ზე ბევ­რმა ილა­პა­რა­კოს.

– შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლად რა მი­იჩ­ნევ?

– ამა­ზე სულ ვფიქ­რობ, რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ… სა­მე­გობ­როც აქ­ცი­ებ­ზე ერ­თად რომ დავ­დი­ვართ, სულ ვამ­ბობთ, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ და რა შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­სა­ვა­ლი? მი­მაჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ან­მა უნდა მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თოს, რის გა­კე­თე­ბაც შე­უძ­ლია. ჩემი მაქ­სი­მუ­მია, გა­მო­ვი­დე აქ­ცი­ა­ზე, ადა­მი­ა­ნებს ვე­სა­უბ­რო, მუდ­მი­ვად ვახ­სე­ნო ის და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, სის­ტე­მის მიერ დას­ჯი­ლე­ბი… კი, ყვე­ლამ ჩვე­ნი საქ­მე უნდა ვა­კე­თოთ. მე­დი­ებ­მა მე­ტად გახ­სნან ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ეთე­რე­ბი, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ისა­უბ­როს.

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გამამართლებელი განაჩენი საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ახობაძეს ან აბრამოვს ნარკოტიკი არ ჰქონიათ, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, მოქმედებს კანონის და კონსტიტუციის მიხედვით და არა ვინმეს პოლიტიკური კუთვნილების გათვალისწინებით