“მე პრემიერის განცხადება სხვანაირად გავიგე, ამიტომ არ ვდგავარ დღეს ქუჩაში…” – რას ამბობს ზურა მანჯავიძე

ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედ­ში” მომ­ღე­რალ­მა ზურა მან­ჯა­ვი­ძემ იმ ე.წ. ბუ­ლინგზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ბოლო დროს ორ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს შო­რის პო­ლი­ტი­კის გამო წარ­მო­იშ­ვა… ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერს არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

AMBEBI.GE მუ­სი­კოს და ტე­ლე­წამ­ყვან ზურა მან­ჯა­ვი­ძეს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­ზე ესა­უბ­რა.

– ზურა, რო­გორ შეხ­ვდით პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ ქვე­ყა­ნა 2028 წლის ბო­ლომ­დე ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხს აღარ გა­ნი­ხი­ლავს?

– ეს არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა… მე, რო­გორც თქვეს, ისე გა­ვი­გე, – რად­გან 2028 წლამ­დე თვი­თონ არ გვიხ­სნი­ან დი­ა­ლოგს, ჩვენ არ შე­გეხ­ვე­წე­ბით, არ გთხოვთ დი­ა­ლო­გის გახ­სნას. მა­ნამ­დე მე­ტად მო­ვემ­ზა­დე­ბით, რომ 2030 წლის­თვის მა­ინც, კე­თი­ლი ინე­ბონ და იფიქ­რონ ჩვე­ნი ევ­რო­კავ­შირ­ში შეყ­ვა­ნა. ადა­მი­ა­ნი რომ გე­უბ­ნე­ბა, 2030 წლამ­დე კარ­ზე ნუ და­მი­კა­კუ­ნებ, თან აქეთ შარს გდებს, შენ რა­ტომ არ მეხ­ვე­წე­ბიო, ამ ამ­ბავ­მა ცოტა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე უნდა იმოქ­მე­დოს.

– და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი უნდა ვთქვათ?

– ადა­მი­ა­ნი გე­უბ­ნე­ბა, რომ 2030 წლამ­დე არ მი­გი­ღებ, რო­გორც მა­ვა­ნი იტყო­და, ცალ ფეხ­ზეც რომ დად­გე, კარი და­კე­ტი­ლი­აო. ჩვე­ნი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, რად­გან დი­ა­ლოგს არ გვიხ­სნი­ან, ამი­ტომ მთავ­რო­ბამ თქვა, 2028 წლამ­დე აღარ გთხოვთ, არ მო­ვალთ, არ აგი­ტა­ლა­ხებთ კარს, არ შე­გე­ვედ­რე­ბით, რომ დი­ა­ლო­გი გაგ­ვიხ­სნათ. ამ თხოვ­ნით 2028 წელს მო­ვალთ, რომ უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყოთ, ეკო­ნო­მი­უ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, დი­ა­ლო­გი მერე გაგ­ვიხ­სე­ნით, რომ 2030 წლის შემ­დეგ მა­ინც გა­ნი­ხი­ლოთ ჩვე­ნი შეყ­ვა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში… მგო­ნი, მარ­ტი­ვი იყო და ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი არ უნდა მოჰ­ყო­ლო­და.

– და ეს ხალ­ხი, ამ დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე ქუ­ჩა­ში ტყუ­ი­ლად დგას?

– მა­გათ სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გეს, მე ასე გა­ვი­გე. ამი­ტომ არ ვდგა­ვარ დღეს ქუ­ჩა­ში. ვინც რო­გორ გა­ი­გო, იმის მი­ხედ­ვით აკე­თებს დას­კვნას.

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ციხის ოთხმა კედელმა კიდევ უფრო გაუმძაფრა გირჩ ჯაფარიძეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ზიზღი. ციხიდან გამოგზავნილ მის წერილს, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მისამართით, მე შევაფასებდი, როგორც საკუთარი უსუსურობით გაბოროტებულ და შეუმდგარი კაცის ნაჯღაბნს