“მე პირადად მადლობელი ვარ”; “გააპროტესტე ის ბინძური წესრიგი რაც თქვენმა ბელადმა დაამყარა” – თამარ კორძაია და თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკოსი, თამარ კორძაია, რომელიც “ერთიანობა–ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის მეცხრე ნომერია, თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელიც წერს მიზეზზე, თუ რატომ გააუქმა ტვ პირველში ჩართვა, კომენტარის სახით პასუხობს.
თამარ კორძაია:
მე პირადად მადლობელი ვარ რასაც აკეთებთ ახლა საფრანგეთში იმისთვის, რადგან სწორედ ტყით და უბედურებით რომ ვიარე, კარგად მესმის საფრანგეთში ასეთ სიმაღლეზე ამ საკითხის აწევის მნიშვნელობა.
:
მადლობა იმით გამოხატე რომ გააპროტესტე ის ბინძური წესრიგი და მედიაშანტაჟის პოლიტიკა რაც თქვენმა ბელადმა დაამყარა.
ნაცვლად ვილი სანიოლის ძახებისა 100 პროცენტით უკრაინელი “დემენციით დაავადებულისთვის”, რომელსაც ქართულად ლაპარაკი დაავიწყდა.
შენ გჭირდება ეგ, მე კი არა.