მე პირადად არ ვარ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში – ირაკლი კობახიძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე

მე პირადად არ ვარ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში – ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე
რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, მე პირადად არ ვარ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, თუმცა აბსოლუტურად გასაგებია მისთვის ის შფოთვა, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას.
„არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ნეგატიური ტენდენციები დავასრულოთ. ამისათვის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას შეუძლია შექმნას მყარი გარანტიები. მთავარია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდეს ეს კანონპროექტი“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც ჩვენ-მისი გუნდის თითოეულ წევრს. ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი, ვერ შეგვაცვლევინებენ მშვიდობის პოლიტიკას რითაც იმართება ჩვენი ქვეყანა

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა