მე მქონდა ბევრ ბიზნესმენთან უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის

ამ პერიოდის განმავლობაში მე მქონდა შეხვედრა ბევრ ბიზნესმენთან, ალბათ 20-ზე მეტთან მქონდა უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზად არის ღია დიალოგისთვის.
„მე მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში შეხვედრა ბევრ ბიზნესმენთან, ალბათ 20-ზე მეტთან მქონდა უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის. ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში, გავმართოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ბიზნესმენებთან, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის.
ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია. გახსოვს, 2012 წლამდე რა ხდებოდა – საზოგადოება ითხოვდა დიალოგს და ჩაკეტილი იყო მთლიანად ხელისუფლება. ახლა პირიქითაა – ხელისუფლება ითხოვს დიალოგს და ჩაკეტილია ოპოზიციური ელექტორატი. 2012 წლამდე ეს რომ ვინმეს წარმოედგინა, ითხოვდნენ, ეხვეწებოდნენ და არავინ შედიოდა მათთან დისკუსიაში. აქ ჩვენ ვითხოვთ დისკუსიას და გაურბიან“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია