მე მინდოდა გეგმა, რაღაც პლატფორმის შექმნა, რომელმაც შეიძლება მომავალში რაღაც მოგცეს ან არ მოგცეს, არაფრისმთქმელი იყო

ვისურვებდი, როგორც ყველა ჩვენგანი, რომ პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ. ისინი ვერ ახერხებენ გაერთიანებას. სხვა გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ უნდა დავიწყოთ რაღაცის კეთება და ხელში ავიღოთ მართვის სადავეები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ბურჭულაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ 31 მარტის აქციაზე, ს მიერ პლატფორმის შექმნაზე საუბარი არაფრისმთქმელი იყო და ის ელოდა კონკრეტულ გეგმას.
ბურჭულაძის განცხადებით, ის სცენაზე ავიდა, რადგან იგრძნო, რომ თუ შეკრებილი ხალხი დაიშლებოდა, მათ ვეღარ შეკრებდნენ. “არ მინდა მცდარი აზრები ვთქვა და მცდარი მომავალი, რომ ახლა ჩვენ დავიწყებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ, უნდა ვცადოთ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. პოლიტიკური პარტიები თუ არ გაერთიანდნენ გამოდის, რომ ისინი თამაშობენ ჩვენი ე.წ. მთავრობის თამაშს. ამიტომ, სულ არ გვინდა ჩვენ ეგეთი რამ.
31 რიცხვი ხომ მისი [სალომე ზურაბიშვილის] გამოცხადებული დღეა, როდესაც იბარებ და მოდის 100 000 ადამიანი, მაპატიეთ და, ცოტა მეტი სათქმელი უნდა გქონდეს, სხვანაირად არ უნდა დაიბარო.
მე მინდოდა რაღაც გეგმა, რომელიც იტყოდა: დღეს ამას ვაკეთებთ, ხვალ ამას ვაკეთებთ; მაგრამ რაღაც პლატფორმის შექმნა, რომელმაც შეიძლება მომავალში რაღაც მოგცეს ან არ მოგცეს, იქ არაფრისმთქმელი იყო. მე რატომ ავედი სცენაზე, იმიტომ კი არა, რომ რაღაც მინდოდა მეთქვა, მე ამოვედი სცენაზე იმიტომ, რომ ვიგრძენი, რომ ეს ხალხი თუ წავიდა ახლა და დაიშალა ასე, ამათ ჩვენ ვეღარ შევკრებთ. ამიტომ, მე და ნადიმ ხმალაძე ავედით სცენაზე და მოვუწოდეთ ხალხს 8-ში [შეკრებისკენ], სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი, არ გეგონოთ, რომ ვინმე მომზადებული იყო.” – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
Next: ალბათ დაელოდებიან მაკკეინის ინსტიტუტი რას ეტყვის – ოპოზიციაზე

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო