„მე მივდივარ ლელა წურწუმიას დაბადების დღეზე?.. მეც მინდა“ – ლელა წურწუმია ელის-მარია სააკაშვილის ვიდეოს გვიზიარებს

კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ს წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.
კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა – ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.
საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ლელასა და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო მამულაშვილიც, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს.
“ძალიან პასუხისმგებლობიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა“ – ამბობდა მომღერალი.
ამჯერად ლელა წურწუმია იუბილარია. მომღერალი უამრავ მილოცვას იღებს.
მილოცვებთან ერთად ლელა გვიზიარებს ვიდეოს უსაყვარლესი ელის-მარია სააკაშვილის, რომელიც დედას ლელა წურწუმიას დაბადების დღის აღმნიშვნელ წვეულებაზე წასვლას სთხოვს.
„მე მივდივარ ლელა წურწუმიას დაბადების დღეზე?.. მეც მინდა“, – ეუბნება დედას ალისკა.

ვიდეო