“მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ – გიორგი გახარია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაზე

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ალენ ბერსემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ კანონს შეცვლის “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“, – წერს გიორგი გახარია საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი 1 თვეზე ნაკლებ დროში შეიქმნება.

“გვაქვს მოლოდინი, რომ კანონი შეიცვლება. 3 დღეა აქ, დელეგაციასთან ერთად ვარ. ჩვენ აქ დასასვენებლად ხომ არ ჩამოვსულვართ? აქტიურად ვიმუშავეთ, შევხვდით ყველას და მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიმუშავებთ ერთობლივად შემდეგი კვირის განმავლობაში და დავიწყებთ კანონის ცვლილებას და რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეიცვლება. ეს ნათელია.

ასევე ნათელია ის, რომ გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები, ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს. დაგვჭირდება დრო. რა გინდათ, შუა დღესვე ვთქვათ სამუშაო ჯგუფში ვინ არის? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები.

ჩვენი ექსპერტებიც იქნებიან, ისინი დაკავებულები არიან, ბევრს მუშაობენ. ამასთან, საშობაო არდადეგები იწყება. ვენეციის კომისიასაც ვერ მისცემ ასეთ მკაცრ დავალებას, რომ ხვალვე შეიკრიბონ. დავაორგანიზებთ. ეს არის კვირების ამბავი და არა წლების – 1 თვემდე ვადის“,- განაცხადა ბერსემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოფიციალური ბრიუსელი და ჰერნჩინსკი აფინანსებენ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს

პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“, ანუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელია, რომლის მთავარი ამოცანა სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა და „დიფ სთეითის“ აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა

უკრაინელები, რომლებიც საქართველოში შემოსვლას ცდილობენ, ციხიდან ომში წასვლის სანაცვლოდ გათავისუფლებული კრიმინალები არიან. ისინი ჯერ რუსეთის მხარეს გადავიდნენ, ახლა ლარსიდან საზღვრის კვეთას ცდილობენ