“მე მგონია, რომ გზაზე უნდა გადავიდეთ ისევ” – გიორგი თავართქილაძე

“მე მგონია, რომ გზაზე უნდა გადავიდეთ ისევ” – ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ განაცხადა.

  • მან “ქართული ოცნების” მიერ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს აქციის ჩასატარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა დასჭირდებათ.

ესეც შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ აქ წაიტეხოს კისერი რეჟიმმა. მაგრამ ჩვენ ვართ ერთი ნაბიჯით კიდევ უკან, ვიდრე ვიყავით როდესაც გზაზე დგომა აგვიკრძალეს და ჩვენი ფუნდამენტური გამოხატვის უფლება წაგვართვეს. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით გზაზე, ჩვენ უნდა გადავსულიყავით ყოველდღიურად იქ ბევრი, მაგრამ არ უნდა გადავსულიყავით ის რაოდენობა, რაც მათ ე.წ. კანონს საშუალებას მისცემდა ჩავეთვალეთ ჩვენ სანქცირებულად, ჩვენი მოქმედება სანქცირებულად ჩაეთვალა და ეთქვა, რომ აქ კანონის მოქმედების შესაძლებლობა ამოწურულია. მე ვისურვებდი კიდევ უფრო ცოტა ადამიანი გადასულიყო იმიტომ, რომ იმ ე.წ. კანონს ურტყამდა და ამსხვრევდა ზუსტად 5-10 ადამიანის გადასვლა. ასი ათასი ადამიანის გადასვლა იქნებოდა ჩვეულებრივად ნებადართული. 

მე ვისურვებდი მაგალითად და შეიძლება მე ასეც მოვიქცე, რომ ტროტუარზე კი არ დავუპირისპირდები ამ ე.წ. და ვაი კანონს, მე შევეცდები ერთი ნაბიჯით გადავუსწრო მას და მე მგონია, რომ გზაზე უნდა გადავიდეთ ისევ. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ყველგან, ჩვენი სხეულებით ამ შეზღუდვებს, იქ სადაც ისინი აღმოცენდებიან. ეს არის ერთადერთი გზა, ჩემი აზრით ცვლილების,” – განაცხადა გიორგი თავართქილაძემ. 

ცნობისთვის, “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები “ქართული ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მიიღო.

ცვლილებების თანხმად, აქციის ჩასატარებლად -დან ნებართვის აღება ხდება სავალდებულო.

ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან -ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი