მე მაპატიეთ, თუ სექტას ვერ დავემსგავსები თქვენი ხათრით – მეგი გოცირიძე ნაც.მოძრაობას

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ნაც.მოძრაობის ცალკეულ მხარდამჭერებს მიმართავს:
“როგორ შეიძლება, თან თავს თვლიდე სამართლიან ადამიანად, მიგაჩნდეს რომ ელემენტარულად მაინც ერკვევი პოლიტიკაში და არ გიხაროდეს ს პოლიტიკაში იმ ფორმით შემოსვლა, როცა იმ სეგმენტის დარწმუნებას უნდა შეუწყოს ხელი და თავისკენ წაყვანას, ვისაც არც მიშა უნდა და არც ბიძინას ოცნება, რაც საერთო ჯამში 20%-ზე მეტია და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია “რუსული ოცნების” დასამარცხებლად ერთი და პირდაპირ პროპორციულია მიშას ტყვეობიდან დახსნისა-ორი!
P.S. – ვინც ამ პოსტის ქვეშ გვარამიას დამუნათებას გადაწყვეტთ, აქვე შეგახსენებთ , რომ გვარამიას რაც აქვს მიშას ტყვეობის წამიდან მისთვის გაკეთებული და მისი პარტიისათვის მანამდეც, მეათასედიც არ გაგიკეთებიათ თქვენ და მეტიც, სწორედ მიშას გამოც დააპატიმრეს მათ შორის ნიკა!
ჰოდა, მე მაპატიეთ თუ სექტას ვერ დავემსგავსები თქვენი ხათრით, ვისაც საერთოდ არაფერი გაგეგებათ არც გლობალური პოლიტიკის , არც რეგიონალურისა და არც ქვეყნის …კრიტიკოსებო და “ყველაფერშიკებო”, მოდი გამოიყვანეთ მიშა ციხიდან , ჩართეთ ღია პოლიტიკაში და მერე ნახეთ გვარამია სად დადგება და ვისთან ერთად იბრძოლებს საქართველოსთვის.”- წერს მეგი გოცირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოჩენა იმისა, თითქოს ოპოზიციამ 700 000-ზე მეტი ხმა აიღო, არ არის სწორი, რადგან პირველ და მეორე ადგილს შორის წარმოუდგენლად დიდი სხვაობაა, რაც კიდევ ერთხელ აფიქსირებს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერას

მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება საზოგადოებაში, სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და„ჯარის ბანაკი“ სწორედ ამას ემსახურება

ჯარის ბანაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან, ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს, პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა