„მე მაინც გულს მიკლავს ასეთი ამბები, ძალიან მასევდიანებს“ – თინა ხიდაშელი

„არა სხვა მოლოდინი არ მქონია, არაფერი მომხდარა გასაოცარი ან წარმოუდგენელი – საკონსტიტუციომ თვეზე მეტი იფიქრა იმისთვის რომ რუსული კანონი დაეტოვებინა ამჯერად ზუსტად ისეთად როგორიც არის.
გასაოცარი მხოლოდ ის არის რომ ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება და ადასტურებს მანანა . ადამიანი, რომელიც ძალიან ძალიან ბევრი წელი არასამთავრობო სექტორში იყო, ადამიანი რომელსაც უამრავი გრანტი აქვს მიღებული და უამრავი კარგი პროექტი გაუკეთებია ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების მხარდაჭერისა და განტკიცებისთვის.
დღეს რატომღაც თვლის, რომ მაგალითად მისი ორგანიზაცია მისი ხელმძღვანელობის დროს კარგ საქმეებს აკეთებდა და მისი წასვლის შემდეგ აგენტად და მაიმუნად გადაიქცა.
ძალიან დასანანია.
მე მაინც გულს მიკლავს ასეთი ამბები, ძალიან მასევდიანებს“

ასევე დაგაინტერესებთ