უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ბერლინში საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორბანი ჟურნალისტ თამუნა ილურიძესთან ადასტურებს.
“დიახ, მხოლოდ “გამარჯობა, როგორ ხართ?” ვუთხარი. ძალიან მოკლე შეხვედრა იყო. მე ის და ქართველი ხალხი ძალიან მომწონს”, – განაცხადა ორბანმა.
ირკვევა, რომ უნგრეთის პრემიერი კობახიძეს ბერლინში, სასტუმრო ადოლონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე შეხვდა.