“მე იმ კაცის დედა მოვტ###ან, ვინც პირველად რუსი აქო“ – აქცია გორის საკრებულოსთან

“ნაომარი ქალაქი რუსული მმართველობის წინააღმდეგ” -გორის საკრებულოს წინ, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და გმირების ოჯახების წევრები იკრიბებიან.
ისინი მიიჩნევენ, რომ რაზმაძის განცხადება მოღალატეობრივი და სამარცხვინოა და ამის გამო, მოითხოვენ, მან საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს.
შეკრებილებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით- “მე იმ კაცის დედა მოვტ###ან, ვინც პირველად რუსი აქო“, “ანწუხელიძემ რომ შეგინახათ, ის ღირსება სად წაიღეთ“.
ცნობისთვის, New York Times- მა ვრცელი სტატია გამოაქვეყა სათაურით – “როგორ გადავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის ფრონტის წინა ხაზზე”.
[რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ… ეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო, შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე…” – განაცხადა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ New York Times-თან.
გამოცემა წერს, რომ 90-წუთიანი ინტერვიუს დროს რაზმაძემ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ყველაფერში – ეკლესიაში მრევლის შემცირებიდან დაწყებული მუნიციპალური შადრევნების ხარჯების გადაჭარბებით დამთავრებული.
დავით რაზმაძე აცხადებს, რომ ინტერვიუ გაუყალბეს.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ