“მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ, 9 საათზე” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ საზოგადოებას მიმართავს – Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებული ვიდეოთი ხალხს 25 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
ხვალ 25 თებერვალია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი ახლო ისტორიისა, როცა ბოლშევიკური ჯარები შემოდიოდნენ დედაქალაქში. ეს დღე გახდა ერთგვარი სიმბოლო რუსული ოკუპაციისა. ამიტომ, ხვალ, ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ ყველანი, რომ ვთქვათ – არა რუსულ ოკუპაციას. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი განაცხადი. მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ, 9 საათზე.” – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..