მე ვაცხადებ, რომ ჩავერთვები სამუშაო ჯგუფში, მაგრამ პესიმისტურად ვარ განწყობილი “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნების გამო – თეონა აქუბარდია ევრორეკომენდაციების შესრულებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, 9 პრიორიტეტს შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით პესიმისტური განწყობები აქვთ, გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ირაკლი კობახიძის მოლოდინს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება, თუმცა აღნიშნავს, რომ 9 რეკომენდაციის შესრულების კუთხით პესიმისტურად არის განწყობილი.
“იმ ფონზე, როდესაც პესიმისტურად არის განწყობილი სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ჩართულობაზე, მე ვაცხადებ, რომ ჩავერთვები სამუშაო ჯგუფში, მაგრამ მე პესიმისტურად ვარ განწყობილი “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნების გამო, რომ ისინი არ შეასრულებენ 9 რეკომენდაციას, ისევე როგორც 12 რეკომენდაციის მხოლოდ სამი შესრულდა და დანარჩენი გადმოვიდა ამ 9-ში,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ყველა პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
“ჩვენ ცხადია, ყველა პროცესში მივიღებთ მონაწილეობას, რომ საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა და არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ წევრობა შემდგომ ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ ცხადია, ყველა პროცესს ხელს შევუწყობთ, თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება კეთილსინდისიერად მოიქცევა,” – აცხადებს ლაშა ფარულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე